„მოწამეთას მონასტერი“ ასე ეწოდება ამ სურათს, რომელზეც ოთხი წელიწადი ვიმუშავე. გელათი, მოწამეთა და მდინარე წყალწითელა ჩემი დედულეთია. ეს ის ადგილებია, სადაც ბავშვობა გავატარე. 50 წელი ვოცნებობდი ისეთი ნახატი შემექმნა, რომელიც მოწამეთას სიყვარულს, მის ნამდვილ არსს გამოხატავდა. მანამდე ვაკეთებდი უამრავ ესკიზს და ბოლოს მივედი საბოლოო ვარიანტზე: მივეცი მას გულის ფორმა. აფეთქებული ღრუბლების ფონზე მოწამეთასმონასტერი ამაყად ადგას თავზე ზღაპრულ სამყაროს.